სს „საქართველოს კლინიკების“ - ქსელის 27-ვე სამედიცინო დაწესებულებამ საერთაშორისო აკრედიტაცია მოიპოვა.
სს „საქართველოს კლინიკებმა“ - რომელიც ჯანდაცვის სექტორის ყველაზე ფართო ჰოსპიტალურ ქსელს წარმოადგენს, წარმატებით გაირა საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესი და დღეის მდგომარეობით ქსელის ყველა სამედიცინო დაწესებულება აკრედიტირებულია. საქართველოს კლინიკების ქსელი, ქვეყნის მასშტაბით 27 სამედიცინო დაწესებულებას აერთიანებს და თბილისსა და საქართველოს თითქმის ყველა რეგიონშია წარმოდგენილი. ქსელმა 2023 წლის ნოემბერში თანამშრომლობა დაიწყო გერმანულ კომპანია KTQ-სთან და შვიდ თვიანი აკრედიტაციის მოსამზადებელი პერიოდი გაიარა. იხილეთ მეტი
5000 - მდე პროფესიონალი, 24 საათის განმავლობაში
თქვენს სამსახურში
5000 - მდე პროფესიონალი, 24 საათის განმავლობაში
თქვენს სამსახურში
მაკულის სველი დეგენერაცია თვალის ქრონიკული დაავადებაა, რომელიც იწვევს მხედველობის ველის ცენტრალური ნაწილის დაკარგვას. მაკულის სველ დეგენერაციას იწვევს არანორმალური სისხლძარღვებიდან სითხისა და სისხლის ჟონვა მაკულაში. მაკულა მოთავსებულია ბადურის ცენტრალურ ნაწილში. მაკულის სველი დეგენერაცია წარმოადგენს ასაკთან დაკავშირებული მაკულის დეგენერაციის ორი ტიპიდან ერთ-ერთს. დეგენერაციის მეორე ფორმა - მაკულის მშრალი დეგენერაცია უფრო ხშირი და ნაკლებად მძიმედ მიმდინარეა. მაკულის სველი დეგენერაცია თითქმის ყოველთვის იწყება, როგორც მშრალი დეგენერაცია. უცნობია, თუ რა იწვევს მაკულის სველ დეგენერაციას. ადრეული დიაგნოზი და მკურნალობა ამცირებს მხედველობის დაკარგვის სიმძიმეს და ზოგიერთ შემთხვევაში, აუმჯობესებს მხედველობას.
მეტის ნახვა
გაეცანით ჩვენი კლინიკების სიას და იპოვეთ თქვენთან ყველაზე ახლოს არსებული სამედიცინო მომსახურება.
ყველას ნახვა →ჩვენ თქვენი შვილებისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით სასწრაფო დახმარების მომსახურებას გთავაზობთ. პატარების კეთილდღეობა ჩვენი საზრუნავია.
დაგვიკავშირდით, თუ დახმარება გჭირდებათ.
იპოვეთ თქვენი ოჯახის ექიმი, დაუკავშირდით და მიიღეთ დახმარება სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებისგან.
მოძებნეთ ექიმი →გაეცანით ჩვენს კლინიკების სიას და იპოვეთ თქვენთან ყველაზე ახლოს არსებული ჯანდაცვის სერვისები
ყველას ნახვა →