Clinic Kutaisi

X-თან შეჭიდული აგამაგლობულინემია

X-თან შეჭიდული აგამაგლობულინემია მემკვიდრული, გენეტიკური მდგომარეობაა, რომლის დროსაც ორგანიზმის მიერ ინფექციებთან ბრძოლის უნარი დაქვეითებულია. X-თან შეჭიდული აგამაგლობულინემიის გამო, პაციენტს ინფექცია ყურში, სინუსებში, სასუნთქ გზებში, სისხლსა და შინაგან ორგანოებში უვითარდება.

X-თან შეჭიდული აგამაგლობულინემია თითქმის მხოლოდ კაცებს ემართებათ, თუმცა ქალები გენეტიკური მატარებლები არიან. X-თან შეჭიდული აგამაგლობულინემიის დიაგნოზი ისმება ახალშობილში ან ბავშვში, მას შემდეგ რაც პაციენტს განმეორებითი ინფექციები შეაწუხებს. ზოგჯერ, დიაგნოზი მოზრდილებშიც გვხვდება.


საკონტაქტო ნომერი: 16033

ელ. ფოსტა: info@clinics.ge